Saturday, March 8, 2014

პროექტის სახელწოდება:    ჰიპერაქტიური მოსწავლე
პროექტის მთავარი იდეა:   ჰიპერაქტიური მოსწავლეების ჩაბმა სასკოლო ცხოვრებაში
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით,რომ დღეისათვის იმატა ჰიპერაქტიური მოსწავლეების რიცხვმა. მათ უჭირთ თავისი თავის მართვა.
პროექტის მიზნები:   გავუადვილოთ ჰიპერაქტიურ მოსწავლეებს საზოგადოებაში ადაპტირება
მონაწილეთა ასაკი: 10–16 .მოსწავლეები, V-XI I კლასის დამრიგებლები.
ვადები: სასწავლო წლის განმავლობაში
მოსალოდნელი შედეგი: .ჩამოყალიბდეს კლუბები ინტერესების მიხედვით,      ჩამოყალიბდეს სპორტული   სექციები, ჩამოყალიბდეს მუსიკალური ჯგუფები, მოეწყოს კონცერტები მათი მონაწილეობით, მოეწყოს მათი ნამუშევრების გამოფენა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სპორტული დარბაზი ინვენტარით, მუსიკის კაბინეტი  მუსიკალური საკრავებით, სასკოლო ბიბლიოთეკახელოვნების კაბინეტიკომპიუტერული კლასი.
პროექტის მსვლელობა: კლასის დამრიგებლებთან ერთად ჩავატარებთ ჰიპერაქტიური მოსწავლეების აღრიცხვას. ჩავატარებთ მათ გამოკითხვას კლასების მიხედვით კითხვარებით, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად. კითხვარის პასუხების დამუშავებით ვარკვევთ მოსწავლეების ინტერესების სფეროს და გავაერთიანებთ მათ შესაბამის წრეებში სხვა მოსწავლეებთან ერთად. თუ ასეთი წრე არ არის სკოლაში, შევქმნით და მასში გავაერთიანებთ  ჰიპერაქტიური მოსწავლეების გარდა სხვა მოსწავლეებსაც. წრეების ხელნძღვანელები და დამრიგებლები იკრიბებიან თვეში ერთჯერ და მსჯელობენ ამ მოსწავლეებზე. თუ რაიმე პრობლემა წამოიჭრა, ცდილობენ მის გადაჭრას. ინტერნეტით  დავამყარებთ ურთიერთობას სხვა სკოლებთან და მშობლებთან, გავიზიარებთ მათ გამოცდილებას.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩაბმას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად.

პროექტის ხელმძღვანელი: ლალი გულუა. თბილისის 175- საჯარო სკოლის მასწავლებელი
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  laligulua7@gmail.com

პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: laligulua7.blogspot.com         

Tuesday, March 4, 2014

ისტ. ტრენინგი Xდღე

დღეს  იყო  ტრენინგის  Xდღევისწავლე   ბლოგში  მუშაობა

ლალი გულუა

მე   ვარ   ლალი  გულუა,  ვმუშაობ 175-ე  სკოლაში  მათემტიკის   მასწავლებლად .მყავს ორი  შვილი  და  ოთხი შვილიშვილი.

სიმრავლე